კომაროვის შაბათის სკოლაში სწავლა იწყება!

ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!


კომაროვის „შაბათის სკოლაში“ სწავლა დაიწყება:

·       შაბათის ჯგუფებისთვის – 26 სექტემბერს;

·       კვირის ჯგუფებისთვის – 27 სექტემბერს.


პირველ სასწავლო დღეს მოსწავლეთა მიღების განრიგი

დილის ცვლა:

·       მე-5 და მე-6 კლასები – 09:00–09:30 შუალედში;

·       მე-4 კლასი – 09:40–10:00 შუალედში;

·       მე-3 კლასი – 10:15–10:30 შუალედში.

მეორე ცვლა:

·       მე-5 და მე-6 კლასები – 13:00–13:30 შუალედში;

·       მე-4 კლასი – 13:40–14:00 შუალედში;

·       მე-3 კლასი – 14:15–14:30 შუალედში.
მე-3 კლასის მოსწავლეები მხოლოდ პირველ დღეს დაიწყებენ გაკვეთილს ოდნავ გვიან. ამ დროს მშობლებს მიეცემათ შესაძლებლობა,  სურვილის შემთხვევაში, ბავშვები საკლასო ოთახამდე მიაცილონ.

 

დამატებითი ინფორმაცია

·  აუდიტორიის შესახებ შეტყობინება ინდივიდუალურად გამოგეგზავნებათ რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომერზე.

·   თუ შეტყობინება რაიმე მიზეზით არ მიიღეთ, სკოლის ეზოსა და დერეფნებში დაგხვდებიან სკოლის წარმომადგენლები, რომლებიც მოსწავლეებს შესაბამის ჯგუფსა და საკლასო ოთახში მიაცილებენ.

·  მესამე კლასის გარდა, სხვა კლასების მოსწავლეთა მშობლები სკოლის ტერიტორიაზე არ დაიშვებიან.

·   ხელი რომ არ შეეშალოს მოსწავლეთა შემოსვლას, გთხოვთ, მშობლები (არ ეხება მე-3 კლასის მოსწავლეების მშობლებს) არ  შეყოვნდეთ სკოლის ჭიშკართან.

·   ავტომანქანით მოსვლის შემთხვევაში, გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა შეიქმნას პარკირების სირთულე. რეკომენდებულია მანქანის გაჩერება ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმდებარე კვარტლებში ან უშუალოდ გამზირზე.


საკონტაქტო ინფორმაცია

შაბათის სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ ელექტრონულ ფოსტაზე: shabatisskola@komarovi.edu.ge

 

კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს!

 


ზემოთ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: ლილიანა კვიტატიანი ტელ: 555 672 784